პოლიტიკური პარტიებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო

Untitled-233x300პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ შემუშავდა პოლიტიკური პარტიებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო.

ამ სახელმძღვანელოს მიზანია, ჩვენი ქვეყნის განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მონაწილე მხარეებს, მათ შორის- პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მიაწოდოს ის თეორიული ცოდნა და კონკრეტული მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ თავიანთ ორგანიზაციების შიგნით დემოკრატიული მართვის პრინციპების, გამჭვირვალობის კომპონენტის რეალიზაციას, ახალი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვას და ა.შ., რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მათ, არჩევნებს შორის პერიოდში მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის ნდობა, რაც უკვე არჩევნების დროს გადამწყვეტი ფაქტორია მათი გამარჯვებისათვის.

ამ ცოდნის გამოყენებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისინი კიდევ უფრო უკეთესად შეძლებენ თავიანთი პრიორიტეტების პრაქტიკაში ხორცშესხმას, რომელთა მიზანია იმ რეგიონებში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და სხვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის გზების ძიება და რეალიზაცია, საერთოდ-რეგიონის და მთელი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

HANDBOOK for Political Parties