ორგანიზაციის ისტორია და მიზნები

logoარასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი დაფუძნდა 2001 წლის 14 დეკემბერს.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  • მხარი დაუჭიროს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების და ინსტიტუტების დამკვიდრებას, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრების მიზნით სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესაბამისი მოდელის დამუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესს, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას;
  • საარჩევნო პროცესების მონიტორინგი, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა  და საარჩევნო გარემოს სრულყოფა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა  სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო-ანალიტიკური და საგამომცემლო საქმიანობა სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობისა და საარჩევნო სისტემების საკითხებში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო მართვის პროცესის გამჭირვალეობის დამკვიდრებას ყველა დონეზე. თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით ცენტრი ახორციელებს სოციოლოგიური გამოკითხვებს ზემოაღნიშნულ სფეროში;
  • დაამყაროს კონტაქტები უცხოეთის კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან. შეისწავლოს საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში არსებული გამოცდილება, რომელიც მოიცავს საარჩევნო გარემოს სრულყოფას, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას, მის ორგანიზაციას, ურთიერთობას ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის, მათ შორის ცენტრალური ადმინისტრაციის ურთიერთობას არჩევით ორგანოებთან ყველა დონეზე.
  • ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი ადაპტირება ქართულ სინამდვილესთან;

ცენტრის გამგეობის წევრები არიან:

სულხან არქანია (ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე)

გიორგი დიდიძე

ალექსი შოშიაშვილი

შოთა ხუჯაძე

ირმა თოდუა